მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანული მხარე: სომხების რაკეტა ნახიჩევანში აფეთქდა

ნახიჩევანი დაბომბეს

სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ გამოჩვებული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აფეთქდა. ამის შესახებ Report.az-ს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცნობეს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, რაკეტა ღუბადლის რაიონიდან გამოუშვეს და ის ორდუბანის რაიონის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას ჩავარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა გერანბოის, ტერტერის და აღდამის რაიონების სოფლები დაბომბეს.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ამ ხნის განმავლობაში 555 ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა. აზერბაიჯანული მხარის დანაკარგების შესახებ უცნობია.

10 ოქტომბერს მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.

👉 სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე მუდმივად განახლებადი ინფორმაცია