მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანული მხარე: სომხეთის სამხედრო ტექნიკა დიდი რაოდენობითაა განადგურებული

სამხედრო ტექნიკა

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე ფრონტის ზოგიერთი მიმართულებით შეტევა სცადეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მხარე ავრცელებს.

გამოცემა report.az-ის ცნობით, აზერბაიჯანული არმიის მიერ წარმატებით მიღებული ზომების შედეგად, მოწინააღმდეგე მხარემ დიდი დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წარმატებული სამხედრო ქმედებების შედეგად დიდი რაოდენობით განადგურებულია სომხეთის სამხედრო ტექნიკა.

„განადგურებულია საზენიტო სარაკეტო სისტემა, უპილოტო თვითმფრინავი და 2 T-72 ტანკი“, - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

ინფორმაციისთვის, მთიან ყარაბაღში ორ ქვეყანას, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება მიმდინარე წლის 27 სექტემბერს განახლდა.