მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანული მხარე: სომხური შენაერთები პოზიციებს თვითნებურად ტოვებენ და გარბიან (ვიდეო)

გადრუთისთვის ბრძოლა გრძელდება

მოწინააღმდეგე მთელი ფრონტის ხაზზე პოზიციებს ტოვებს და უკან იხევს. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. ინფორმაციას azerbaycan24 ავრცელებს.

აზერბაიჯანულმა ჯარმა ქალაქი ჰადრუთი და მიმდებარე სოფლები დაიკავა. ჰადრუთის აღების დამადასტურებელი ვიდეო ინტერნეტში ვრცელდება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქი ფიზული აზერბაიჯანულმა ძალებმა ალყაში მოაქციეს.

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ღამით სომხურმა ძალებმა კონტრშეტევის განხორციელება სცადეს, თუმცა დიდი ზარალი განიცადეს და უკან დაიხიეს. ამავე ინფორმაციით, განადგურებულია 2 ტანკი, 2 სარაკეტო დანადგარი, 5 ქვემეხი და 2 საზენიტო დანადგარი. ასევე მოწინააღმდეგემ საბრძოლო მასალებით დატვირთული ავტომანქანები დაკარგა.

ბაქო ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ მთიან ყარაბაღში ჩასული სომხური ძალების დიდი ნაწილი ბრძოლაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ხშირ შემთხვევაში სომხური შენაერთები პოზიციებს თვითნებურად ტოვებენ და გარბიან.

⭕ ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ამ ხნის განმავლობაში 555 ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა. თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეალური დანაკარგები გაცილებით დიდია. აზერბაიჯანული მხარის დანაკარგების შესახებ უცნობია.
⭕ 10 ოქტომბერს მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.

👉 სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე მუდმივად განახლებადი ინფორმაცია