მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, მათ მთიან ყარაბაღში S-300-ის საზენიტო კომპლექსი გაანადგურეს

S-300  საზენიტო დანადგარი

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ მთიან ყარაბაღში სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი S-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი გაანადგურეს. ამის შესახებ გამოცემა report.az იუწყება.

„ბრძოლის დროს ჩვენ ჰოჯალის რაიონში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი S-300 გავანადგურეთ“ - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება იუწყებოდა, რომ S-300-ის საზენიტო დანადგარი, რომელიც ერევნის მიდამოებში საჰაერო სივრცეს იცავდა, მთიან ყარაბაღში გადაისროლეს.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.