მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სომხები აღდამის რაიონის მიმდებარე სოფლებს ბომბავენ" - აზერბაიჯანელი ჟურნალისტი

დაბომბვა გრძლდება

სომხეთის შეიარაღებული ძალები აღდამის რაიონის მიმდებარე სოფლების დაბომბვას განაგრძობენ.

ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა „რეპორტის" ჟურნალისტი აცხადებს, რომელიც ფრონტის ხაზზე გაგზავნეს. მისი თქმით, სომხურ მხარეს კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობა ჰყავს მიზანში ამოღებული.

ჟურნალისტის თქმითვე, აზერბაიჯანის არმია ადეკვატურ ზომებს ატარებს მტრის წინააღმდეგ და საბრძოლო მოქმედებებს ახორცილებს.

შეგახსენებთ, 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.