მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანულმა მხარემ სომხური ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსი გაანადგურა (ვიდეო)

აზერბაიჯანულმა მხარემ სომხების სარაკეტოპ კომპლექსი გაანადგურეს

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, მათ სომხური ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი გაანადგურეს, რომელიც განჯას ემუქრებოდა. გამოცემა Report.az-ის ცნობით, კომპლექსი ქელბაჯარის რაიონში იყო განთავსებული და იქიდან სომხური მხარე ქალაქ განჯას და მინგეჩაურის დაბომბვას აპირებდა.

რაც შეეხება ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას, ყველაზე მძიმე ბრძოლა კვლავ მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ჰადრუთთან მიმდინარეობდა. ვრცელდება განსხვავებული ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ აკონტროლებს ამჟამად ჰადრუთს. აზერბაიჯანული მხარე ვიდეოს აქვეყნებს, რომელზეც ჰადრუთის მიმდებარე ტერიტორიაა გადაღებული, თუმცა იმყოფებიან თუ არა აზერბაიჯანული ფორმირებები ქალაქის ცენტრში, უცნობია. ჰადრუთისთვის სისხლისმღვრელი ბრძოლა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა.

10 ოქტომბერს მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.