მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაქო ერევანს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმით დაემუქრა

ატომური ელექტროსადგური

სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. ბაქო ერევანს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმით დაემუქრა. განცხადება ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ვაგიფ დარგიაჰლიმ გააკეთა.

დარგიაჰლის მუქარა პასუხი იყო სომხური მხარის განცხადებაზე, რომელმაც თავი მხრივ მინგეჩაურის წყალსაცავზე იერიშის მიტანით დაიმუქრა.

აზერბაიჯანს შესაძლოა, თეორიულად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ რაკეტები მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს მიაწვდინოს, მაგრამ ამის ალბათობა უკიდურესად დაბალია, რადგან მსგავსი ფაქტი აუცილებლად შეფასდება როგორც დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ბაქო მოსისხლე მტერთან ერთად საკუთარ თავსაც გაინადგურებს.

მეწამორის ატომური ელექტროსადგური ერთადერთია სამხრეთ კავკასიაში. სადგური ექსპლუატაციაში 1976 წელს შევიდა. 1980 წელს კი მეორე რეაქტორი გაეშვა. სადგური სომხეთის ელექტროენერგიის მოთხოვნის 1/3-ს აკმაყოფილებს.