მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაქოს ინფორმაციით, სომხეთის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ჯეიჰუნ ბაირამოვი

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომხური მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. „6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 19 დაიჭრა სომხეთის მხრიდან გუშინდელი დღის შემდეგ განხორციელებული პროვოკაციების შედეგად“ - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა. ამის შესახებ გამოცემა Report იუწყება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა აინარ აივაზოვმა განაცხადა, რომ „აზერბაიჯანის ჯარი კონტრშეტევას განაგრძობს და მან სომხური მხარის 24 ერთეული ჯავშანტექნიკა, 18 საზენიტო დანადგარი და 8 ქვემეხი გაანადგურა, დაჭრილი და დაღუპულია 550-მდე ადამიანი".

მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა. ამჟამად იქ აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.