მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიბილოვი: ჯაბიევის მკვლელობამ კრიზისი გამოიწვია, თუმცა ვითარების „ევრომაიდანთან“ შედარება არასწორია

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი არ თვლის, რომ რეგიონში „ევრომაიდნის“ მსგავსი ვითარებაა.

ბიბილოვმა რუსულ გამოცემა „ВЗГЛЯД“- თან ინტერვიუში მწვავე პოლიტიკურ ვითარებასა და ინალ ჯაბიევის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა.

„ცხინვალის მკვიდრის ინალ ჯაბიევის მკვლელობამ „ქვეყანაში“ კრიზისი გამოიწვია, თუმცა „ევრომაიდანის“ მოვლენებთან ამის შედარება არ შეიძლება.

ბიბილოვმა ჯაბიევის გარდაცვალებას „საშინელი ტრაგედია“ უწოდა და აღნიშნა, რომ დამნაშავეები სათანადოდ დაისჯებიან.

„დაჟინებით ვითხოვ უმკაცრეს სასჯელს. პირადად ვიცნობ მის ოჯახს და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ“, - დასძინა ბიბილოვმა.

ინფორმაციისთვის, 30 წლის ინალ ჯაბიევი სამართალდამცველებმა დე-ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით 24 აგვისტოს დააკავეს. 28 აგვისტოს კი ჯაბიევი უგონო მდგომარეობაში, სხეულზე მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

მომხდარის გამო, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა, რის შემდეგაც, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ერიკ პუხაევმა თანამდებობა დატოვა.