მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

CNN: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირებაში დაქირავებულები იბრძვიან

სამხედრო წვრთნა

CNN-მა ჩაწერა სირიელი დაქირავებული „ბოევიკი“, რომელიც აცხადებს, რომ სამთვიანი კონტრაქტით მიდის ყარაბაღში. ამის შესახენ CNN იუწყება.

მისივე თქმით, მათი ანაზღაურება თვეში 1500 დოლარია.

„ჩვენი კონტრაქტები სამ თვეზეა გათვლილი და ყოველთვიურად ანაზღაურება გვექნება ქვედანაყოფის მეთაურის მიერ,” - აღნიშნა „ბოევიკმა“ აგრეთვე დასძინა, რომ მან არ იცის ვინ აფინანსებს ოპერაციას.

ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო სირიელი მებრძოლების აზერბაიჯანის მიწაზე ყოფნა.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.