მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ქაცარავას ინფორმაციით, ყარაფილასთან უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს (ვიდეო)

სოფელ ყარაფილასთან უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს წევრის დავით ქაცარავას ინფორმაციით, სოფელ ყარაფილასთან ბორდერიზაცია მიმდინარეობს.

დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ფაქტის დამადასტურებელ ვიდეოსაც ავრცელებს.

„ამ წუთებში, ავტობანიდან 300 მეტრში, სოფელ ყარაფილასთან, ოკუპანტები მოუყვებიან ოკუპაციის ხაზს და ავლებენ ხნულებს.
იმის მაგივრად, ოკუპანტების ნებისმიერ მოქმედებაზე სასწრაფო რეაგირება ხდებოდეს, ოკუპანტებს ხელს ვუშლიდეთ ნებისმიერ მე მოქმედებისას, ჩვენი ხელისუფლება მშვიდად და წყნარად აგრძელებს თავის მზადებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

არ ინერვიულოთ, ბორდერიზაცია კი მიმდინარეობს, მაგრამ მთავარია მშვიდობა გვაქვს ქვეყანაში...“,- წერს სოციალურ ქსელში დავით ქაცარავა.

PIA.GE აღინიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არკვევს.