კონფლიქტები

დე ფაქტო მთავრობა სოხუმში აეროპორტის ამოქმედებას გეგმავს

სოხუმის აეროპორტი
18:06 ხუთ. 29 ოქტომბერი
დაკოპირებულია

ოკუპირებულ აფხაზეთში 2023 წლისთვის სოხუმის აეროპორტის ამოქმედება იგეგმება. ამის შესახებ დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა. „დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი განხორციელდება. ამას რამდენიმე წელი დასჭირდება. შემდეგ, ისევე როგორც საბჭოთა პერიოდში, სოხუმიდან მოსკოვში გაფრენა გახდება შესაძლებელი. კარგი იქნება, თუ აეროპორტის ამუშავება 2023 წლისთვის მოხერხდება“ - განაცხადა ბჟანიამ. ამის შესახებ სააგენტო "სპუტნიკი" იუწყება.

მისი თქმით, 2019 წელს აეროპორტმა ერთობლივი ბაზირების სტატუსი მიიღო, თუმცა მის ამოქმედებას კორონავირუსის პანდემიამ ხელი შეუშალა.

ამასთანავე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის მინისტრმა თეიმურაზ ხიშბამ განაცხადა, რომ აეროპორტის ამუშავების საკითხში, შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სააგენტოს დებულებით, სოხუმის აეროპორტი საქართველოს ეკუთვნის.

შესაბამისად, თვითმფრინავი, რომელიც, ამ ორგანიზაციის აზრით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე იფრენს, შესაძლოა, დაპატიმრებული იყოს. ხიშბა ამბობს, რომ ამ მხრივ უახლოეს მომავალში რაიმე ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

ბერ-დიაკონი კირიონი
კორონავირუსით
გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი...

მათივე ინფორმაციით, მამა კირიონს ელიას მთაზე მდებარე წმინდა საბა განწმენდილის სა...
13:32
მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ ჰელგა შმიდის ხელმძღვანელობის პირობებში ახალი შესაძლებლობები...
15:46
აისბერგი ანტარქტიდის კონტინენტს 2017 წელს მოწყდა. თავდაპირველად მისი ფართობი 6000 კვადრატულ კილომეტრ...
15:43
„სამწუხაროდ, საქართველოში ყოველდღიურად იზრდება კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკა, ასევე, მაღალია ვირუსის...
15:37
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქართველი სამხედროები უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმ...
15:10
ხაშური-ბორჯომის გზაზე
ერთმანეთს სატვირთო და
ფორდ ტრანზიტი შეეჯახა

ავარია ხაშური-ბორჯომის გზაზე - არიან დაშავებუ...

შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთის მდგომარეობა უკიდუ...
სანდრო რაქვიაშვილი: რას ნიშნავს „სახელი...
„ვერ გავიგეთ, რას ნიშნავს „სახელი სჭირდება“. მიდის, ახალ პარტიას აარსებს და სახე...
დევნილთა სააგენტო დევნილი ოჯახების განსა...
„საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონ...
მოსკოვში მოსახლეობის კოვიდვაქცინაცია იწყ...
რუსული წარმოების ვაქცინით, Sputnik V აცრების დაწყების შესახებ 2 დეკემბერს რუსეთი...