მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დონალდ ტრამპი: ვულოცავ ფაშინიანსა და ალიევს ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ყარაბაღში დღეს, 26 ოქტომბერს ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდება. ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა დილას 08:00 საათზე შევიდა ძალაში.

„ვულოცავ სომხეთის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, მრავალი სიცოცხლე გადარჩება.

ვამაყობ ჩემი გუნდით - სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოთი, სტივ ბიგანითა და ეროვნული უშიშროების საბჭოთი - ამ გარიგების მიღწევის გამო," - წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერში“.

ინფორმაციისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი ამბები