მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ენგურის ხიდი დღეს ჩაიკეტება

ენგურის ხიდი, 2020

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის "განკარგულებით", დღეს საღამოს 20:00 საათიდან ენგურის ხიდი ჩაიკეტება და გადაადგილებას მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლები შეძლებენ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ გადაწყვეტილება კორონავირუსის გავცრელების საფრთხით ახსნა.

ამ დროისთვის, მოძრაობა ოკუპირებულ და დანარჩენ საქართველოს შორის ნაწილობრივაა შეზღუდული - გალიდან ზუგდიდში და პირიქით გადაადგილება სამედიცინო ცნობის მქონე პირებსა და ენგურჰესის თანამშრომლებს შეუძლიათ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებ-გვერდზე https://stopcov.ge/ გამოქვეყნდა.

ქვეყნის მასშტაბით კარანტინში სულ 418 ადამიანი იმყოფება. სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 54 ადამიანი რჩება.