მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მორიგი შეხვედრა იწყება

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრა სოფელ ერგნეთში 2020 წ.

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგი სამუშაო შეხვედრა იწყება.

განსახილველ საკითხებს შორისაა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება, ე.წ. საზღვრის მოწყობის უკანონო სამუშაოები და ახალგორში შექმნილი ვითარება.

ინფორმაციისთვის, დღეს ზაზა გახელაძისთვის შეფარდებული ე.წ. ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა იწურება. უკანონო პატიმრობაში იმყოფება ასევე ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ზაფხულში დაკავებული მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი და 2019 წლის ნოემბერში დაკავებული გენადი ბესტაევი.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების წინა შეხვედრა მიმდინარე წლის 30 ივლისს გაიმართა.