კონფლიქტები

გიგაური: რუსეთის საოკუპაციო ძალების დესტრუქციული პრაქტიკა გრძელდება

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
20:41 11.07
დაკოპირებულია

„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავათავისუფლოთ ტყვეობისაგან მამაკაცი და მის ჯანმრთელობას შემდგომში საფრთხე არ შეექმნას“-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსულებელმა ლია გიგაურმა ოკუპანტების მიერ დაკავებულ მამაკაცთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მამაკაცის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, საერთაშორისო პარტნიორები და ჟენევის თანათავმჯდომარეები.

„რუსეთის საოკუპაციო ძალების დესტრუქციული პრაქტიკა გრძელდება, მათ თავისი სახე დღეს კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს. პარალელურად იმისა, რომ ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება და მოსახლეობა მუდმივად შიშის ქვეშ იმყოფება, დღეს გვქონდა ძალიან მძიმე ინციდენტი, სოფელში სხვილოს ციხის ტერიტორიაზე, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ჩვენი ინფორმაციით სოკოს საკრეფად იყო წასული, მათ ჯერ დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით და შემდეგ კი დააკავეს და გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამჟამად, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის იმყოფება ახალგორის საავადმყოფოში.

შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ჩვენ, რა თქმა უნდა, მაშინვე ავამოქმედეთ ცხელი ხაზი, ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ეს ინციდენტი, დროულად გადმოვიყვანოთ და გავათავისუფლოთ ტყვეობისაგან მამაკაცი და მის ჯანმრთელობას შემდგომში საფრთხე არ შეექმნას“,- აღნიშნა ლია გიგაურმა.

რუსეთის აგრესია

12 წელი აგვისტოს ომიდან

რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომი...
ისტორია, რომელსაც „კვირა“ გიამბობთ, არასდროს დაგავიწყდებათ. ამბავი ფეხსაცმელებზე, რომლებიც საოკუპაცი...
11:11
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი განიკურნა. stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემებით, კორ...
10:44
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყ...
10:37
ორშაბათს, 10 აგვისტოს თბილისი-ფოთის რეისზე გიდი ტელეწამყვანი მარიკა ბაკურაძე იქნება. ამის შესახებ ინ...
10:24
2008 წელს დაღუპულებს პატივი მიაგეს პრეზიდენტმა ანწუხელიძის ოჯახთან ერთად 2008 წლ...
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკ...
22:38 07.08
რამდენად სანდოა კორონავირუსის რუსული ვაქ...
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან არასრული 8 თვის თავზე, პირველი ქვეყანა, რომელ...
22:29 07.08
ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტრ...
ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც რეისს დუბაიდან კალიკუტას მიმართულებით...
უდიდესია ის ტკივილი, რომელიც მთელს ქვეყა...
„მიუხედავად იმისა, რომ 12 წელი გავიდა, უდიდესია ის ტკივილი, რომელიც მთელს ქვეყან...