მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჰენრიხ მხითარიანმა აზერბაიჯანის ქმედებები დაგმო

სომხეთის საფეხბურთო ეროვნული გუნდის

სომხეთის ნაკრებისა და "რომას" ფეხბურთელმა ჰენრიხ მხითარიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაგმო აზერბაიჯანის ქმედებები და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს საომარი მოქმედებების შეწყვეტას.

„ამ დილით გავიგე ინფორმაცია აზერბაიჯანის არმიის ფართომასშტაბიანი შეტევის შესახებ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ.

მე მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, დაუყოვნებლივ იმოქმედონ რეგიონში, რათა საბრძოლო მოქმედებები დასრულდეს.

ჩვენ გვაქვს უფლება ვიცხოვროთ ჩვენს სამშობლოში. ჩვენს შვილებს უფლება აქვთ იცხოვრონ მშვიდად და არა თავშესაფრებში. მე ვდგავარ ჩემი ერის გვერდით“, - აცხადებს მხითარიანი.

ინფორმაციისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა და საომარი მოქმედებები კვლავ განახლდა.

სომხეთმა საომარი მოქმედება გამოაცხადა. თავის მხრივ აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ სომხეთს პასუხის გარეშე არ დატოვებს.