მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილჰამ ალიევი: უფალმა დაიფაროს ჩვენი მოწამეები! მათი სისხლი უპასუხოდ არ დარჩება!

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულ სიტუაციაზე ისაუბრა და სომხები ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა.

„ამ დილით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ჩვენს დასახლებებს, აგრეთვე ჩვენს სამხედრო პოზიციებს, სხვადასხვა სახის იარაღის გამოყენებით, მათ შორის მძიმე არტილერიით.

მტრის სამხედრო იერიშის შედეგად, მშვიდობიან მოსახლეობაში და ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებში გვაქვს მსხვერპლი, ამავდროულად გვყავს დაჭრილებიც.

უფალმა დაიფაროს ჩვენი მოწამეები! მათი სისხლი უპასუხოდ არ დარჩება!

ამჟამად აზერბაიჯანის არმია ესვრის მტრის სამხედრო პოზიციებს და ამ დარტყმების შედეგად განადგურებულია მტრის მრავალი სამხედრო ტექნიკა. დღევანდელი დღე არის სომხური ფაშიზმის კიდევ ერთი გამოვლინება." - აცხადებს ილჰამ ალიევი.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია, დღეს დილით, 27 სექტემბერს დაიძაბა. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის გახსნაში. ამავდროულად ორივე მხარეს ჰყავს როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილებიც.