კონფლიქტები

ირანის ტერიტორიაზე რვა ჭურვი ჩავარდა, ერთი ადამიანი დაიჭრა

ირანს რაკეტები დაეცა
10:18 16.10
დაკოპირებულია

ირანის ტერიტორიაზე რვა ჭურვი ჩავარდა. ჭურვები, სავარაუდოდ, მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს იყო გამოყენებული. rbc.ru-ს ცნობით, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ მხარეს ეკუთვნოდა ჭურვები, ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ირანის ჰოდაფარინის რაიონის გუბერნატორმა ალი ამირადმა განაცხადა, რომ რაკეტები რაიონის რამდენიმე სოფელში ჩავარდა, ერთ-ერთმა საცხოვრებელი სახლი დააზიანა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა.

თეირანმა ბაქოს და ერევანს საპროტესტო ნოტები უკვე გაუგზავნა და ორივე მხარეს ირანის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდა. "ჩვენ ამ საკითხს უყურადღებოდ არ დავტოვებთ“ - განაცხადეს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ამ ხნის განმავლობაში 555 ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა. აზერბაიჯანული მხარის დანაკარგების შესახებ უცნობია.

10 ოქტომბერს მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
დღეს, 28 ოქტომბერს ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ მოახლოებულ არჩევნებსა და ამ პროცესში...
22:22
ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 106 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას გამოცე...
22:01
„ჩვენ დღეს ყველანი კარგად ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ ძალიან კარგი სასტარტო პირობები გვაქვს. ამას საერთ...
21:42
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტყიბულში, კომპანია „საქნახშირში“ დასაქმებ...
21:34
პირბადიანი მოქალაქეები

იტალიაში კოვიდინფიცირების 21 991 ახალი შემთხვ...

ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსის 21 991 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას wo...
სალომე ზურაბიშვილი: წადით მშვიდ და სამარ...
დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში არსებულ...
„არა-სააკაშვილს, არა-ბოკერიას, არა-ვაშაძ...
„არა-სააკაშვილს, არა-ბოკერიას, არა-ვაშაძეს, არა-ნაცმოძრაობას და არა ნაცმოძრაობის...
„ეს ისტორია სასჯელაღსრულების სამინისტროს...
„კახა კახიშვილის დახმარებით, პატიმარი მამა საკუთარი შვილის სპექტაკლის პრემიერას...