მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყარაბაღში Le Monde-ს ჟურნალისტები დაიჭრნენ

მთიან ყარაბაღში Le monde-ს ჟურნალისტები დაიჭრნენ

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარი მოქმედებების გასაშუქებლად ჩასული ფრანგული გაზეთის, Le Monde-ს ორი ჟურნალისტი საარტილერიო დაბომბვისას დაიჭრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ სომხეთის მთავრობის საინფორმაციო ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაბომბვისას სომეხი ოპერატორი დაიჭრა. შემთხვევის ადგილას სხვა კორესპონდენტებიც იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი არ დაშავებულან.

ცნობისთვის, 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.