მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქეთევან ციხელაშვილი: ოკუპირებულ რეგიონებთან შერიგების სერიოზული რესურსი არსებობს

საქართველოს ელჩი ავსტრიაში 2020

"ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას, თუნდაც პირობითი იყოს ეს, როდესაც მაინც ხორციელდება პროვოკაციები, არის მავთულხლართები, ჯერ ვერ ბრუნდებიან დევნილები, რეგიონში არის ძალიან რთული ვითარება, კიდევ ერთხელ ჩვენ გვაქვს ყოველდღე პროვოკაციები და ამ ფონზე მშვიდობა არის ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესი. ეს გვაძლევს საშუალებას გავაგრძელოთ ჩვენი განვითარება ურყევად, იმ კურსით, რომელიც არჩეულია ჩვენი საზოგადოების მიერ. ეს კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გასაღებია",- აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი, რომელმაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე მუშაობის შედეგები შეაჯამა.

მისი თქმით, დღეს, როგორც არასდროს გააქტიურებულია ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონტაქტი ყველა დონეზე.

"ხანდახან ისმის ხოლმე ერთეული კრიტიკა, როდესაც ამბობენ, რომ ეს კონტაქტები არ არის. იყენებენ რა იმ მოცემულობას, რომ ხშირად ამ კონტაქტებზე, შინაარსზე, შეხვედრების ადგილზე ვერ ვსაუბრობთ. პირადად მე, ბოლო 2 წლის განმავლობაში, 40-მდე დახურულ შეხვედრაში ვმონაწილეობდი, ისეთში, რომელსაც თავისთავად აქვს პოტენციალი გადაიზარდოს კიდევ უფრო ფართო დიალოგსა და სამშვიდობო პროცესში",- აღნიშნავს ქეთევან ციხელაშვილი.

როგორც მან განაცხადა, მთავარი მიღწევა არის პროექტი "ნაბიჯი უკეთეს მომავალს", რომელმაც აფხაზური და ოსური საზოგადოების დიდი ყურადღება დაიმსახურა.

"დღეისთვის ის გამოხმაურებები, რომლებიც აქვს „ნაბიჯი უკეთეს მომავალს“, არ ვგულისხმობ შიდა საზოგადოებას და არც ჩვენ მეგობრებს, რომელთაც ამ ტირუბუნიდან უდიდეს მადლობას ვუხდი, რადგან ყველა უმაღლეს ტრიბუნაზე, ყველა რეზოლუციაში ერთხმად საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებში აღნიშნული იყო, ამ გეგმის მნიშვნელობა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გამოხმაურებები, რომლებიც გვაქვს უკვე დღეს აფხაზური და ოსური საზოგადოებებიდან. უამრავი შეხვედრა, რომელიც მათი ინიციატივით შედგა, სხვათაშორის კოვიდის ფონზეც, ეხლა ყველა გადართული ვართ ვიდეოფორმატზე, გარკვეულ პროექტებზე, კონკრეტულ პროექტებზე, სავაჭრო პროექტებზე განსაკუთრებით, ამ კვირებშიც ვსაუბრობთ. ინტერესი არსებობს, მაღალია, კონკრეტულია, სახელი და გვარი აქვს, მაგრამ ვერ გეტყვით. გვარები და არაერთი გვარი. ინტერესი გამოიხატა იმითაც, რომ მცირე გრანტების მიმართ, ეს პროგრამა პირველად გავხსენით ჩვენ, 27 წლის განმავლობაში ასეთი რამ არ ყოფილა და სრულიად უპრეცედენტო შესაძლებლობა შევქმენით ეკონომიკური საქმიანობისთვის გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობასთან დაკავშირებით",- განაცხადა ექს მინისტრმა.

შემაჭამებელ სიტყვაში ქეთევან ციხელაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა მოქალაქე, ვინც სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობდა.

"ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო ვინც თანაშრომლობდა, განსაკუთრებით აფხაზეთში, ცხინვალში, გალში, ახალგორში, გამყოფ ხაზებზე, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, პანკისში, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ჩვენს დევნილებს, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პრობლემები, განსაკუთრებით მათ, ვისაც კონფლიქტი აწუხებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბევრი არის ყოველდღიურობის გმირი. დღეს არ ვიცით მათი სახელები. ჩვენი პედაგოგები გალში, ექიმები. ეს ხალხი ჩადის გმირობას. იმედია, დადგება დღე, როდესაც შესაბამისად მივაგებთ პატივს ყველა ამ ადამიანის წვლილს",- აღნიშნა ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქეთევან ციხელაშვილი საქმიანობას ავსტრიაში საქართველოს ელჩის პოზიციაზე გააგრძელებს.