"ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა. მიღებულია დავალება, განსაკუთრებით ადგილობრივი მმართველობებისთვის, რომ გაორმაგდეს ძალისხმევა იმისთვის, რომ თითოეულ მოქალაქემდე თანაბრად მივიდეს ის შესაძლებლობა, რასაც სახელმწიფო ქმნის ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური მიმართულებებით",- ამის შესახებ შერიგებისა და საქმოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გარკვეულ რეგიონებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის მოქმედება მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისკენ. როგორც მან აღნიშნა, გაგრძელდება პანდემიასთან დაკავშირებული საინფორმაცია კამპანია, რათა მოსახლეობამ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს მთავრობის გადაწყვეტილებების შესახებ.
"ეთნიკურ უმცირესობებს საშუალება აქვთ, მათთვის გასაგებ ენაზე მიიღონ ინფორმაცია. მარტის დასწყისიდან ნახევარ მილიონზე მეტი ბეჭდური მასალა არის დარიგებული რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ჯგუფები ცხოვრობენ ",- აღნიშნა მინისტრმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას შორის შიდა კონსულტაციებს აზრი არ აქვს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ნამახვანჰესის მხარდასაჭერად რიგით მეორე აქცია გამართა. აქცია რიონის ხეობის ახალგაზრდების ინიციატივით გაიმართა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ნამახვანჰესის პროექტის გაჩერების შემთხვევაში, ხეობის განვითარება წარმოუდგენელია.
რუსეთის ფედერაციის ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის სამთო-სათხილამურო კურორტზე ზვავი ჩამოწვა. მაშველები ვარაუდობენ, რომ თოვლის ქვეშ 12 ადამიანი, მათ შორის ბავშვებია მოყოლილი. ამის შესახებ „ტასი“ იუწყება.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 18 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.2994 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2987 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.07 თეთრი შეადგინა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სომალიდან შეიარაღებული ძალები მთლიანად გაიყვანა. ამის შესახებ militarytimes.com იუწყება.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, პირველი თებერვლიდან ზოგიერთი კლინიკა თავის მულტიფუნქციურ საქმიანობას დაუბრუნდება.
„ალექსეი ნავალნის დაკავების შესახებ განცხადებებით დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ მათი პრობლემებიდან ყურადღება გადაიტანონ“, - ასე პასუხობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმ ქვეყნების ლიდერებს, რომელთაც რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავების შესახებ შეშფოთება გამოთქვეს.
სირიის სამხრეთ ნაწილში სამხედროების ბლოკ-საგუშაგოზე ტერორისტების თავდასხმის შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ alwatan.sy იუწყება.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე ანქვაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. იგი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაიყვანეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.