მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ყირგიზეტის პრემიერმა თანამდებობა დატოვა

ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრმა კუბატბეკ ბორონოვმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.

ყირგიზეთის პარლამენტმა ამ თანამდებობაზე უკვე დაამტკიცა სადირ ჟაპაროვი, რომელიც 5 ოქტომბერს მომიტინგეთა პროტესტის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს.

ყირგიზეთის მთავრობის მეთაურის გადადგომა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომელიც ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ შეიქმნა.

პრემიერ-მინისტრის გარდა, თანამდებობა ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, დასტანბეკ ჯუმაბეკოვმაც დატოვა.