კონფლიქტები

მაიკ პომპეო: რუსეთმა უარი თქვა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ფრენების დაშვებაზე, რითაც მათი დამოუკიდებლობის აღიარების მოპოვება სურდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი
1590094783
დაკოპირებულია

"რუსეთმა უარი თქვა სადამკვირვებლო ფრენაზე 10-კილომეტრიან დერეფანში, მისი საზღვრის გასწვრივ, ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, და ამით ცდილობს ყალბი რუსული პრეტენზიების წამოყენებას, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია",- ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც ის "ღია ცის" ხელშეკრულებიდან ამერიკის გასვლის მიზეზებს განმარტავს.

მისი თქმით, რომ არა ევროპის პარტნიორი ქვეყნები, ამერიკა ხელშეკრულებას დიდი ხნის წინ დატოვებდა.

„ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი მრავალი მოკავშირე და პარტნიორი ევროპაში ჯერ კიდევ ღირებულად მიიჩნევენ ხელშეკრულებას და მადლობას ვუხდით იმ უკუკავშირისთვის, რომელიც მათ ამ კითხვების განხილვის დროს შემოგვთავაზეს და რომ არა მათ მიერ ხელშეკრულებისთვის მინიჭებული ეს მნიშვნელობა, ჩვენ, ალბათ, მას დიდი ხნის წინ დავტოვებდით",-აღნიშნულია პომპეოს განცხადებაში.

ვოლსკი პარლამენტში

„ოპოზიციაში შიდა კონსულტაციებს აზრი არ ა...

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას შორის შიდა კონსულტაციებს აზრი არ აქვს.

რუსეთის ფედერაციის ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის  სამთო-სათხილამურო კურორტზე ზვავი ჩამოწვა. მაშველები ვარაუდობენ, რომ თოვლის ქვეშ 12 ადამიანი, მათ შორის ბავშვებია მოყოლილი. ამის შესახებ „ტასი“ იუწყება. 

1610976165

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 18 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.2994 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2987 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.07 თეთრი შეადგინა. 

1610974986

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სომალიდან შეიარაღებული ძალები მთლიანად გაიყვანა. ამის შესახებ militarytimes.com იუწყება. 

1610974810

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, პირველი თებერვლიდან ზოგიერთი კლინიკა თავის მულტიფუნქციურ საქმიანობას დაუბრუნდება. 

1610973769
მოსამართლის ჩაქუჩი

კასპში მძევლების აყვანისთვის დაკავებულ ყოფილ...

კასპში 2 პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულ ყოფილ პოლიციელს გიორგი მენაბდიშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სირიაში თავდასხმის შედეგად ორი სამხედრო...

სირიის სამხრეთ ნაწილში სამხედროების ბლოკ-საგუშაგოზე ტერორისტების თავდასხმის შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ alwatan.sy იუწყება. 

1610963290
ალექსანდრე ანქვაბის მდგომარეობა დამძიმდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე ანქვაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. იგი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაიყვანეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. 

ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 25 000 000 ლა...

2021 წლის 18 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.