მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეჰრიბან ალიევა: ღმერთმა ინებოს, თითოეული აზერბაიჯანელი ყარაბაღის წმინდა მიწას ეამბოროს 

აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტი

„აზერბაიჯანის სახელმწიფოს არასოდეს გამოუთქვამს პრეტენზია სხვისი მიწების შესახებ და არ ჩაუდენია დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. აზერბაიჯანის არმიას ფეხი არ დაუდგამს სხვა სახელმწიფოს მიწებზე, ის იცავს სამშობლოს და იბრძვის მისთვის!“,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა აცხადებს. ინფორმაციას კი, report.az ავრცელებს.

მეჰრიბან ალიევა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„სომხეთის მომდევნო შეიარაღებულ პროვოკაციაზე უპასუხეს! აზერბაიჯანის არმია ახორციელებს წარმატებულ კონტრშეტევას და ოკუპირებულ ტერიტორიებს ათავისუფლებს.

მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ორგანიზაციასა და სახელმწიფოს, რომლებმაც აჩვენეს თავიანთი პრინციპული და სამართლიანი პოზიცია აზერბაიჯანის სახელმწიფოს და ხალხის მხარდაჭერაში. უპირველეს ყოვლისა, მადლიერი ვარ ძმა თურქი ხალხის და პირადად პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის. მათი სოლიდარობით და მხარდაჭერით დღეს ამაყობს ყველა აზერბაიჯანელი.

მე ვლოცულობ აზერბაიჯანის ყველა ჯარისკაცისა და ოფიცრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის!

დღეს ჩვენ, აზერბაიჯანელები, ვაჩვენებთ უპრეცედენტო ერთობას ჩვენი განზრახვით, მოქმედებით და ლოცვით. დაე, ყოვლისშემძლე ღმერთი დაეხმაროს აზერბაიჯანის ხალხს წმინდა ბრძოლაში!

ყოვლისშემძლე ღმერთმა ნება მისცეს თითოეულ აზერბაიჯანელს, ყარაბაღის წმინდა მიწას ეამბოროს.

შეიწყალოს ღმერთმა ჩვენი მოწამეები! დაე, მათი საფლავები ნათელით აივსოს!”,- აცხადებს ალიევა.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბრიდან არაღიარებულ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.