მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღში იმყოფებოდა (ვიდეო)

ნიკოლ აშინიანი მთიან ყარაბაღში იმყოფებოდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 5 ოქტომბერს მთიან ყარაბაღში იმყოფებოდა. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის პრესსამსახური იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ფაშინიანი არაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას და ოფიცრებს შეხვდა.

სომხური მხარე ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქალაქ ჯებრაილთან ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს და ქალაქი ხელიდან ხელში მუდმივად გადადის. მხარეები მძიმე არტილერიას იყენებენ. არიან დაჭრილები და დაღუპულები.

ცნობისთვის, 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.