მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლ ფაშინიანი: თურქეთის აგრესიული საქციელი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, სომეხ ხალხს მიმართა. მიმართვაში ფაშინიანმა ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთის როლზე ისაუბრა.

„ თურქეთის აგრესიული საქციელი, რომელიც ძალზე საშიში იყო ივლისის მოვლენების დროს და დღესაც გრძელდება, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. თურქეთის მხრიდან ასეთი სახიფათო პოზიციის შენარჩუნება სამხრეთ კავკასიისა და მეზობელი რეგიონებისთვის ყველაზე დამანგრეველი შედეგებით არის სავსე.

საერთაშორისო საზოგადოებამ მოვლენების საშიში განვითარების თავიდან ასაცილებლად, თავი უნდა შეაკავებინონ რეგიონის დესტაბილიზაციის ყველა მცდელობისგან”, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

ინფორმაციისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა და საომარი მოქმედებები კვლავ განახლდა.

სომხეთმა საომარი მოქმედება გამოაცხადა. თავის მხრივ აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ სომხეთს პასუხის გარეშე არ დატოვებს.