მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. საზღვარი 30 000-მა ადამიანმა გადაკვეთა

აფხაზეთის ე.წ. საზღვარი რუსეთთან

1-2 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთში შორის ე.წ. საზღვარი, ორივე მიმართულებით, 30 000-მა ადამიანმა გადაკვეთა. ამის შესახებ სოჭის საბაჟოს პრესსამსახური იუწყება.

ორ დღეში სოჭის საგუშაგო 6933 მანქანამ გაიარა. მათ შორის 6300-ზე მეტი სამგზავრო მანქანა, 370 სატვირთო და 190 ავტობუსი იყო.

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა.

ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ალხას კონჯარიას განცხადებით, „საზღვრების“ გახსნამდეც კი რეგიონში რთული ეპიდვითარება ფიქსირდებოდა და საავადმყოფოები ადგილობრივი პაციენტებით უკვე ივსება. მისი თქმით, ექიმებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნაკადთან გამკლავება რთული იქნება.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 98 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 37 და გარდაცვლილია 3 პაციენტი.