მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებული ახალგორიდან გადმოყვანისას 63 წლის მამაკაცი გზაში გარდაიცვალა

ე.წ. საზღვარი

ოკუპირებული ახალგორიდან წილეთი ჯვრის რეანომობილით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანისას 63 წლის ჯუმბერ მილაძე გზაში გარდაიცვალა.

ამისს შესახებ ინფორმაცია PIA.GE-ს ოკუპირებული ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, მამაკაცი ახალგორიდან გუშინ ღამით გადმოჰყავდათ, რა დროსაც ის დაიღუპა.

როგორც PIA.GE-ს პრესსამსახურში განუცხადეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.