კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთს შორდება?

ოკუპირებული აფხაზეთი
1596192329
დაკოპირებულია

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის პანდემიის ფონზე გაუარესებბული ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები თვალშისაცემი გახდა. ამის შესახებ სტატიას journal.zone აქვეყნებს.

გამოცემის თანახმად, რუსეთში საუბრობენ, რომ აფხაზეთში ეკონომიკური კრიზისია და აფხაზები ქართველებთან დაახლოებაზე სულ უფრო ხშირად ფიქრობენ. ასევე აღნიშნულია, რომ თბილისი აფხაზებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული პროგრამების კონკრეტულ მექანიზმებს სთავაზობს.

„აფხაზები ქართველებში მტერს ვეღარ ხედავენ“,- ნათქვამია მასალაში.

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-მასალაში გამოთქმული მოსაზრებების შესაფასებლად კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს დაუკავშირდა.

როგორც კონფლიქტების სპეციალისტი ჩვენთან საუბრაში აცხადებს, სტატია პრორუსული ძალების შეკვეთას ჰგავს, რითაც ისინი რუსეთისთვის კონკრეტული მესიჯის გაგზავნას ცდილობენ.

„ვფიქრობ, ეს მასალა პრორუსული ძალების შეკვეთას ჰგავს, რადგან ისინი ოკუპირებულ რეგიონში რუსეთთან გაუარესებული ურთიერთობით შეშფოთებული არიან. მათ აღელვებთ იმის ალბათობა, რომ აფხაზ საზოგადოებაში რუსეთის მიმართ ინტერესი შესაძლოა დაიკარგოს, ამიტომ რუსეთს გამოფხიზლებისკენ მიანიშნებენ. რეალურად აფხაზეთსა და რუსეთს შორის კავშირი ნამდვილად შესუსტებულია. ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსი ტურისტების დიდი ნაწილი დასავენებლად აფხაზეთს აღარ ირჩევს. ამიტომ 2015 წლის შემდეგ, იქ სტაგნაცია აშკარად იგრძნობა, რაც პრორუსული ძალების ინტერესებს აზიანებს“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო პერიოდში ნამდვილად არის საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყების სურვილის ნიშნები, რაც ასლან ბჟანიასა და სერგეი შამბას განცხადებებში ნათლად ჩანს, თუმცა ხელისუფლება ამას რატომღაც უყურადღებოდ ტოვებს.

„სამწუხაროდ, მთავრობა უყურადღებოდ ტოვებს აფხაზებისგან გამოთქმულ მზაობას დიალოგის შესახებ, ხოლო ასეთ მნიშვნელოვან პეწრიოდს, როცა რუსეთის ფინანსური გავლენა აფხაზეთში შესუსტებულია, ხელიდან უშვებს“, - განაცხადა კონფლიქტოლოგმა.

მიმდინარე თვეში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ „დამოუკიდებლობის“ აღიარების გარეშე, თბილისთან ურთიერთობების დასალაგებლად მზადყოფნა გამოთქვა და „ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე“ ხელმოწერა მოითხოვა.

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსეთმა აფხაზეთს ფინანსური დახმარება შეუმცირა, ხოლო თბილისმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ აბიტურიენტებს უნივერსიტეტებში ჩარიცხვის უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე მისცა.

პოლიტოლოგი

გია ხუხაშვილი: გახარია ყველა ოპოზიციურ ლ...

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს დელეგაციის წევრი ირაკლი კობახიძე ვიცე-პრეზიდენტად კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.

1611587133

2000 წლიდან, ანუ 21-ე საუკუნეში, კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების შედეგად მსოფლიოში 500 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო მატერიალურმა ზარალმა  2,56 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. 

1611586490

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე  სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა. მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს

1611583558

ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი კორონავირუსით მეორე ინფიცირდა. ამის შესახებ მეცო-სოპრანო საკუთარ ფეისბუკგვერდზე აღნიშნავს.  

1611582976
პუტინი ნავალნის ფილმზე

პუტინი: იმ ფილმში ნახსენები ქონება არც მე, არ...

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირველად გააკეთა კომენტარი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით. პუტინის თქმით, ფილმში ნაჩვენები ქონება მას არ ეკუთვნის. რუსეთის პრეზიდენტმა ეს სტუდენტებთან გამართული ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა. ამის შესახებ  www.rbc.ru იუწყება. 

მიხეილ სარჯველაძე: საკანონმდებლო ინიციატ...

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“  შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა. 

გიორგი ვაშაძე: NDI-ის კვლევა ოპოზიციის ს...

„ეს კვლევა ნამდვილად ვერ იქნება ოპოზიციის სახელმძღვანელო იმის, ოპოზიციას ეთანხმება თუ არა ხალხი პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით. ზოგადად, რომ ხალხისთვის მნიშვნელოვანია პარლამენტი ნორმალურად მუშაობდეს, ეს როგორც ორჯერ ორი ოთხია. იქ კითხვა საერთოდ არ არის დასმული იმაზე, ეთანხმებიან თუ არა ადამიანები ოპოზიციის გადაწყვეტილებას“, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე NDI-ის კვლევის შედეგებს. 

ბექა ოდიშარია: ჩვენი საბოლოო მიზანი არის...

„ძალიან დასანანია, რომ ადამიანებს შეეზღუდათ გადაადგილების საშუალება. პირველ რიგში ვითვალისწინებთ ეპიდემიოლოგების, ექსპერტების, ჯანდაცვის მუშაკების აზრს თუმცა, ჩვენი საბოლოო მიზანი არის ხალხის კეთილდღეობა და ალბათ, უნდა ვიპოვოთ ტოლობის ნიშანი“, - ამის შესახებ დიასპორის  და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.