ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ლიდერები, ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში იმყოფებიან. მათ დაგეგმილი აქვთ შეხვედრები რუსეთის ოფიციალურ პირებთან. ამის შესახებ სააგენტო „სოვა“ იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ბიბილოვი მოსკოვში სოციალურ-ეკონომიკური საკითხების განხილვას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ორივე ოკუპირებული რეგიონის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი მოსკოვის ფინანსური დახმარებით ივსება.
გერმანიაში 35 ახლად ინფიცირებულ პაციენტში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.
თურქეთის პარლამენტმა აზერბაიჯანთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.
გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე შექმნილი ვითარების გამოსასწორებელ ღონისძიებებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, სხვა კომპანია განახორციელებს.
ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით პასუხობს.
დმანისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ბაბუა და შვილიშვილი ემსხვერპლნენ. მძღოლმა (ბიჭმა) საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
ზოოპარკის ადმინისტრაცია მოსახლეობას 2021 წელსაც ტრადიციული თხოვნით მიმართავს. ისინი ქალაქის მაცხოვრებლებს ცხოველებისათვის ჩიჩილაკებისა და ნამდვილი ნაძვის მიტანას სთხოვენ.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის“ ინფორმაციით, ქართულმა სადაზვერვო დრონმა „საზღვარი“ დაარღვია. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.
გეგმა ეფუძნება იმ საერთაშორისო რეკომენდაციებს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის გამოქვეყნებული, ვამბობ შინაარსობრივ ნაწილზე, თუ რას უნდა შეიცავდეს, - ამის შესახებ საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ, ვაქცინაციის კომისიის შეხვედრის შემდეგ, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
„შევაფასეთ, რამდენად შეესაბამებოდა ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში მოცემული პრიორიტეტული მიმართულებები თუ კატეგორიები საერთაშორისო სტანდარტებს და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრემიერ-მინისტრთან კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.