მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური: საქართველოს მოქალაქეები "საზღვრის" კვეთის ფაქტზე დავაკავეთ

შენობის ფოტო

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურმა წალენჯიხის მკვიდრი სამი ახალგაზრდა მამაკაცის უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ოკუპირებული რეგიონის ოფიციალური უწყების ცნობით, სამივე მათგანს ჯგუფის მიერ წინასწარი შეთქმულების გზით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედება ბრალად. ამავე ინფორმაციით, 1990 წელს დაბადებული ბუთხუზ კვირკვია, 1987 წელს დაბადებული მიხეილ ლამანძია და 1992 წელს დაბადებული მათე ლამანძია 6 ივნისს ალაკუმხარაში (ლეკუხონაში) დააკავეს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან.

სოფელ ლიაში მცხოვრები მამაკაცები სოფელ მუჟავასთან ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს.