მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებული აფხაზეთის სომხური დიასპორა არაღიარებულ მთიან ყარაბაღს დახმარებას გაუწევს

ოკუპირებული აფხაზეთის სომხები მთიან ყარაბაღს ფინანსურ დახმარებას გაუწევენ

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები სომხები არაღიარებულ მთიან ყარაბაღს ფინანსურ დახმარებას გაუწევენ. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ სომხური დიასპორის ხელმძღვანელმა გალუსტ ტრაპიზონიანმა აცნობა.

„მთიან ყარაბაღში საკმარისად ბევრი მოხალისეა, მოხალისეებით დახმარება მათ არ სჭირდებათ, ხოლო ფინანსურ დახმარებას ჩვენს ძმებს აუცილებლად გავუწევთ“ - განაცხადა ტრაპიზონიანმა.

შეგახსენებთ, რომ არაღიარებულ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში 27 სექტემბრიდან აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.