მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ორგანიზაცია „ჰამასი“ ღაზის სექტორში სამხედრო ესკალაციის შეწყვეტას დათანხმდა

ჰამასი ღაზა

ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ღაზის სექტორში სამხედრო ესკალაციის შეწყვეტას დათანხმდა. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განცხადება თავად გაავრცელეს.

„ყატარის წარმომადგენლის, ელჩი მუჰამედ ალ-იმადის მიერ გამართული შეხვედრების შემდეგ მიღწეულია შეთანხმება სამხედრო ესკალაციისა და ისრაელის მხრიდან აგრესიული ქმედებების შეწყვეტის თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

28 აგვისტოს ისრაელის არმიამ ღაზაში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში მიიტანა და დაბომბა. ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა და ტანკებმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ პოზიციები დაბომბეს. მანამდე კი სამხრეთ ისრაელის მიმართულებით „ჰამასმა“ 6 რაკეტა გაისროლა, რამაც სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიაზე ხანძარი გააჩინა.

ინფორმაციისთვის, დაჯგუფება „ჰამასი“ ღაზას სექტორის ნაწილს 1980-იანი წლებიდან აკონტროლებს.