მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანი: მთიან ყარაბაღში თურქეთის მზაობის გარეშე ომი არ დაიწყებოდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

„აშკარაა, ეს ომი არ დაიწყებოდა, რომ არა თურქეთის მზაობა და მისი ჩართულობა“, -ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანმა დიპლომატებთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, რადგან თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო სწავლება გაგრძელდა.

„თურქეთის მონაწილეობა და წახალისება, რომ არა ეს ომი არ დაიწყებოდა. ეს აშკარაა. დღემდე დასტურდება საჯარო განცხადებებით. თურქეთი განაგრძობს მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში. რატომ მოვიდა იგი სამხრეთ კავკასიაში? ჩვენი შეფასებით, თურქეთი სომეხი ხალხის გენოციდის პოლიტიკის გასაგრძელებლად მოვიდა“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. შესაბამისი დოკუმენტი მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, სერგეი ლავროვის, ჯეიჰუნ ბაირამოვის და ზოგრაბ მნაცაკანიანის შეხვედრაზე გაფორმდა.

მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბრიდან გრძელდება.