კონფლიქტები

ფაშინიანი: მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლება წითელი ხაზია, რომლის გადალახვაც არ შეგვიძლია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი
00:22 16.10
დაკოპირებულია

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მზადაა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით, კომპრომისზე წავიდეს, თუმცა, მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლება წითელი ხაზია. ამის შესახებ armenpress.am წერს.

„სომხეთი ყოველთვის მზად იყო კომპრომისისთვის. ყველაზე ცნობილი ყაზანის ინიციატივაა, როდესაც სომხეთი მზად იყო კომპრომისისთვის, მაგრამ აზერბაიჯანმა უარი თქვა ხელშეკრულების ხელმოწერაზე. აზერბაჯანს არ სურდა და არ სურს მიიღოს მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების თვითგამორკვევის უფლება. მთიანი ყარაბაღის თვითგამორკვევის უფლება არის წითელი ხაზი, რომლის გადალახვაც არ შეგვიძლია“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ამ ხნის განმავლობაში 555 ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა. აზერბაიჯანული მხარის დანაკარგების შესახებ უცნობია.

10 ოქტომბერს მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბერძორის მიმართულებით პოზიციური გაუმჯობესება მოახერხეს. როგორც სომხურ...
23:39 28.10
დღეს, 28 ოქტომბერს პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცოტ...
23:09 28.10
არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ცილისწ...
22:59 28.10
„35 წელია ყოველთვის იქ ვარ, სადაც საქართველოში რაღაც ხდებოდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრ...
22:32 28.10
მამა პეტრე ეზოში

მეუფე პეტრე: არჩევნებში ეკლესიას დიდი როლი აქ...

დღეს, 28 ოქტომბერს ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ მოახლოებულ არჩევნებსა და ამ პროცესში...
20:32 28.10
უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის ვადა გა...
უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. ამი...
ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენ...
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავ...
„ჯორჯიან ეარვეისი“ ამსტერდამის რეისის მგ...
„ჰოლანდიის მთავრობის მიერ, 27 ოქტომბერს გამოცემულ ახალ NOTAM–თან დაკავშირებით, გ...