მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანის აზრით, რუსეთმა მთიან ყარაბაღში სპეცოპერაცია უნდა ჩაატაროს

სომხეეეთის პრემიერ-მინისტრი ნიკო ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს მიაჩნია, რომ რუსეთს მთიან ყარაბაღში სპეცოპერაციის ჩასატარებლად ყველა საფუძველი აქვს. ამის შესახებ ფაშინიანმა „ტასისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას rbc.ru ავრცელებს.

მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობას უკვე ეჭვი აღარ ეპარება, რომ თურქეთმა მთიან ყარაბაღში დაქირავებული „ბოევიკები“ ჩაიყვანა. „ამ ტერორისტების გადასროლა ხდება როგორც სამხრეთ კავკასიაში, ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში, რუსეთის ტერიტორიაზე. იქაც ტერორისტული დაჯგუფებები ბოლო დროს ძალზე გააქტიურდნენ“ - აცხადებს ფაშინიანი.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.

18 ოქტომბერს ბაქო და ერევანი კიდევ ერთხელ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა მალევე ორივე მხარემ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მოწინააღმდეგემ შეთანხმება დაარღვია.