მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პომპეომ სომხეთ-აზერბაიჯანის ლიდერებს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ პაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ესაუბრა. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„პომპეომ მოუწოდა ლიდერებს შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და განაგრძონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარება ეუთოს მინსკის თანათავმჯდომარეების ეგიდით“, - ნათქვამია განცხადებაში.

მდივანმა ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სრულად შესრულების ვალდებულებას.

პომპეომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს სამხედრო დარეგულირების გზა არ აქვს.

ინფორმაციისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი ამბები