მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინმა ასლან ბჟანიას აღლუმამდე კრემლში უმასპინძლა

პუტინისა და ბჟანიას შეხვედრა

ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმამდე კრემლის სასახლეში უმასპინძლა.

"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეხვდა აფხაზეთის ლიდერს კრემლის სასახლეში. ასლან ბჟანიამ ვლადიმერ პუტინს აფხაზი ხალხის სახელით დღესასწაული მიულოცა და მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლის იუბილის აღსანიშნავად საზეიმო აღლუმი გაიმართა. ღონისძიებას 7 სახელმწიფოს ლიდერები, ასვეე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტები ესწრებოდნენ.