მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინს ერდოღანთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა

პუტინს ერდოღანთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა

პუტინს ერდოღანთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს სომხური მედია ავრცელებს.

armenpress-ის ცნობით, მათ მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილეს.

„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბარი ჰქონდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის წევრი, კონსტრუქციულ როლს შეასრულებს ყარაბაღში კონფლიქტის დეესკალაციაში“, - აღნიშნულია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში ორ ქვეყანას, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება მიმდინარე წლის 27 სექტემბერს განახლდა.