მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი ყარაბაღში კონფლიქტის მონაწილე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსმა სამხედროებმა სომხეთში, ალაგიაზის პოლიგონზე სამხედრო წვრთნები გამართეს.

„რუსეთი შეშფოთებას გამოთქვამს არაღიარებულ მთიან ყარაბაღთან სიტუაციის ესკალაციის გამო და კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტისკენ მოუწოდებს“ - ამ სიტყვებით ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებების განახლებას.

„არსებული ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ორივე მხრიდან კონტაქტის ხაზის გასწვრივ ინტენსიური დაბომბვები მიმდინარეობს. არსებობს დანაკარგები.” - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში რეგიონში ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არსებული უწყების ოფიციალურ სოციალურ ქსელში 27 სექტემბერს გავრცელდა.

„მოვუწოდებთ მხარეებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და დაიწყოს მოლაპარაკებები სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით",- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს კვლავ განახლდა. დღეს დილით სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანიდან არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაზე თავდასხმის შესახებ განაცხადა.