მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „საზღვარი“ გახსნა

რუსეთის პრემიერ-მინისტრი

რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „საზღვრის“ გახსნის თაობაზე. ამის შესახებ „იზვესტია“ იუწყება.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „რესპუბლიკის მოქალაქეები შეუზღუდავად შეძლებენ რუსეთში ჩასვლას, ხოლო რუსეთის მოქალაქეები - სამხრეთ ოსეთში გამგზავრებას“.

ე.წ. საზღვარი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო რამდენიმე თვის განმავლობაში დაკეტილი იყო.