მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში შუამავლობის მზადყოფნა გამოთქვა

რუსეთი, მოსკოვი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო ვითარების გამო უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. რუსეთის ლიდერმა კონფლიქტი საბჭოს მუდმივ წევრებთან განიხილა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

როგორც ვიდეოკოფნერენციის ფარგლებში გამართული სხდომის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთი მზადაა კონფლიქტის დარეგულირებაში შუამავლის როლი შეასრულოს.

„სხდომაზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარება განიხილეს. განსაკუთრებული შეშფოთება გამოითქვა მიმდინარე ესკალაციის გამო, ასევე ხაზგასმით აღინიშნა ორივე მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა და შუამავლობის სურვილი გამოითქვა“,- აღნიშნა პესკოვმა.

12 ივლისს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთი „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ხელშეკრულების დარღვევაში და სასაზღვრო ტერიტორიაზე საარტილერიო ძალის გამოყენებაში დაადანაშაულეს.

საზღვრისპირა რეგიონებში სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ბაქო ერევანს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმით 16 ივლისს დაემუქრა. აღნიშნული განცხადება პასუხი იყო სომხური მხარის განცხადებაზე, რომელიც თავის მხრივ, მინგეჩაურის წყალსაცავზე იერიშის მიტანით დაიმუქრა.

შეტაკებები მხარეებს შორის ამ დრომდე გრძელდება.