მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველო შეაჩერებს ნებართვების გაცემას სამხედრო ტვირთების გადაზიდვაზე“ - ლაშა დარსალია

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

საგარეო საქმეთა მისიტრის მოადგილე, ლაშა დარსალია, აზერბაიჯანის მიმართულებით სამხედრო ტვირთების გადაზიდვის შესახებ გავრცელებულ ფეიკ ინფორმაციას ეხმაურება.

ოფიციალურ განცხადებაში დარსალია სომხურ მხარეს მოუწოდებს, რომ სიახლეების გაცნობისას გადაუმოწმებელ ინფორმაციას ნუ დაეყრდნობიან.

„სამხედრო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით ქართული პოზიცია ცალსახა, რაც გაჟღერდა კიდეც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე. საქართველო შეაჩერებს ნებართვების გაცემას სამხედრო ტვირთების გადაზიდვაზე თუმცა, ეს არ შეეხება სამოქალაქო დანიშნულების ტვირთებს, ამ მხრივ საქართველო პირნათლად შეასრულებს თავის ვალდებულებებს ჩვენი მეზობლების მიმართ.

მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაკვირდებით, რომ სოციალურ სივრცეში ვრცელდება სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაცია - თითქოს, აზერბაიჯანში საქართველოს გავლით შეიტანეს იარაღი. მინდა მოვუწოდო სომხურ მხარეს, მათ მოსახლეობას რომ არ აყვნენ ყალბ ინფორმაციას, სიახლეების გაცნობისას ენდეთ მხოლოდ გადამოწმებულ და სანდო წყაროებს. საქართველო კვლავ გააგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების პირნათლად შესრულებას“- ნათქვამია საგარეო საქმერთა მინისტრის განცხადებაში.

ცნობისთვის, 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები