მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველო-თურქეთის საზღვართან ჯავახეთის მოსახლეობა აქციას მართავს

აქცია ჯავახეთში

კარწახში, საქართველო–თურქეთის საზღვართან, ჯავახეთის მოსახლეობა აქციას მართავს.

ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაცხოვრებლები საერთაშორისო მნიშვნელობის გზის გადაკეტვას აპირებენ, რომლითაც საქართველო-თურქეთს შორის ტრანზიტული მოძრაობა, ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება.

ისინი პროტესტის ამ გზით ცდილობენ, ხელისუფლების ყურადღება მიიპყრონ, რათა მათი თქმით, თურქეთმა, საქართველოს გავლით, აზერბაიჯანს იარაღი არ მიაწოდოს.

ამის გარდა, დღეს სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ახალციხესა და ახალქალაქში შეიკრიბა და იმ გზებზე იმსჯელეს, თუ როგორ დაეხმარონ ომში ჩაბმულ სომხეთს და ყარაბაღს.

რეგიონის მოსახლეობამ სომხეთში უკვე გააგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი.