მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს თავზე ამერიკული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი გამოჩნდა

უპილოტო ამერიკული თვითმფრინავი საქართველოში

ამერიკული სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი Northrop Grumman RQ-4 Global Hawk საქართველოს თავზე გამოჩნდა. Flight radar-ის ინფორმაციით, სადაზვერვო დრონი დღეს სიცილიიდან გამოფრინდა, შემდეგ შავ ზღვას გადაუფრინა და საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოფრინდა.

RQ-4 Global Hawk მაღალ სიმაღლეზე მფრინავი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატია. ის სპეციალური რადიოელექტრონიკით (SAR) არის აღჭურვილი, რაც დღეში 100 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიაზე დაკვირვების საშუალებას აძლევს.

საქართველოს ტერიტორიიდან საფრენი აპარატი, სავარაუდოდ, აზერბაიჯან-სომხეთს შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე ინფორმაციას აგროვებს.

sadazvervo-droni-sakartveloshi_o_h.jpeg