მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საომარი მდგომარეობის გამო ბაქოს საერთაშორისო აეროპორტი დრობით დაიხურა

ბაქოს საერთაშორისო აეროპორტი დრობით დაიხურა.

აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი დროებით დაკეტილია. ამის შესახებ გამოცემა report.az იუწყება.

გამოცემის, ცნობით, შეჩერებულია ყველა დაგეგმილი ფრენა.

ამავდროულად დღის განმავლობაში შეიზღუდა მატარებლებისა და საქალაქო ტრანსპორტის გადაადგილება.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა. ამჟამად იქ აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.