მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სერგეი შამბა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა

ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ სერგეი შამბას „უშიშროების საბჭოს მდივნად“ დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ცნობისთვის, აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას აქამდე ბესლან კვიცინია იკავებდა. კვიცინია ე.წ. პრეზიდენტმა ბჟანიამ სახელმწიფო აგარაკების სამმართველოს უფროსად დანიშნა.

რაც შეეხება შამბას, მას ოკუპირებულ რეგიონში დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრემიერის თანამდებობები ეკავა.