მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შურისძიება ბარდას დაბომბვისთვის (ვიდეო)

სომხური შენაერთების დაბომბვა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინტერნეტში სომხური ტექნიკის და ცოცხალი ძალის განადგურების კიდევ ერთ ვიდეოს ავრცელებს. „შურისძიება ბარდასთვის“ - ასეთია ვიდეოს სათაური. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

27 ოქტომბერს სომხური შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯანის ბარდას რაიონის დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა. ერთ-ერთი დაღუპული 7 წლის ბავშვია.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.