მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოხუმში კორონავირუსს საველე ჰოსპიტალში უმკურნალებენ

სოხუმში საველე ჰოსპიტალი გაიხსნება

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მობილური სამხედრო ჰოსპიტალი მოეწყობა. 100-ადგილიან ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს უმკურნალებენ. ამის შესახებ გამოცემა aiaaira.com იუწყება.

ჰოსპიტალი აღჭურვილი იქნება ფილტვების ვენტილაციის აპარატებით, პაციენტებზე დაკვირვების მონიტორებით, რენტგენის ხელსაწყოებით და სისხლის ანალიზისთვის აუცილებელი მოწყობილობებით.

მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს საველე ჰოსპიტალის გახსნის თხოვნით მიმართა, ვინაიდან ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავიურუსის გავრცელების მკვეთრი მატება აღინიშნება.

ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში COVID19-ის 2672 შემთხვევა დადასტურდა, 1175 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 27 გარდაიცვალა.